მოსწავლეთა ნამუშევრები


მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით
   ,,არ გეჩვენებათ,რომ მოხუცებზე,ბავშვებზე და გიჟებზე წერა ერთგვარად სპეკულაციად იქცა?დღეს უკვე ძნელია მათი მეშვეობით შეახსენო კაცობრიობას საუკეთესო თვისებები..ხოლო თუ მწერლობა მიატოვებს ბავშვებს,მოხუცებსა და უმწეოებს,იგი მოსწყდება მიწას,ვითარცა ანთეოსი და დაკარგავს თავის კეთილშობილურ ძალას“-ვკითხულობთ რევაზ ინანიშვილის ჩანაწერებში.
   წერდა,წერდა დიდებისა და პატარებისათვის,იცოდა,ვიღაცას სტკიოდა,ვიღაცა კანკალებდა,განიცდიდა,,ტიროდა, ,,რატომ მტკივა სული?-კითხულობდა მწერალი,პასუხი კი,თაობებს დაგვიტოვა,ჰოდა,ჩვენც მივყვეთ მისი სულის ტკივილს.იქნებ ,განგაშის ზარიც შემოვკრათ!
   ყველაფერი კი იმით დაიწყო,რომ დედამ უგუნებობა შეამჩნია გოგის,ვერა და ვერ მოისვენა,გაბუტული იჯდა,კითხვებზე იღრინებოდა,მერე გატყდა-დირექტორი გიბარებსო.
   შეკრთა,გატყდა დედა,გული დაუმძიმდა,მექანიკურად საქმიანობდა სამზარეულოში,გვიან ჩაეძინა,მთელი ღამე ბრაზით ფიქრობდა მეუღლეზე,ადრიანად რომ მოიკლა თავი და ყველაფერი ნინოს შეატოვა.
    მერე ,,წლებისგან მორღვეული,“  მზრუნველი დირექტორი,დირექტორის დიაგნოზი-,,უცნაური გამოხდომები,“ ,,ნევროპათოლოგი,“ ,,მოულოდნელი ყვირილი“ და,ბოლოს, უმწეოდ გაშლილი  ხელები-,,ერთად ვიმოქმედოთ,ავწონ- დავწონოთ,ჩვენ სხვა საშუალება რა გვაქვს!“
  გარბის დედა,სკოტლენდ იარდივით მიჰყვება ბიჭის კვალს,აკვირდება და ვერ ვხვდება,რადგან არ ესმის მისი,ყველას შლეგი,გადარეული,სამკურნალო ჰგონია,არადა,ზის თავისთვის და დარდობს,მასწავლებლის თვალებშიც იმ დარდს ხედავს,მას რომ აწვალებს იმ წამს,ფიქრებს აგორებს,მაღალ ფიქრებს,მის დარდს კი ვერავინ წვდება.
    ერთი შეხედვით საგანგაშო მართლაც არაფერია!
     მაგრამ,აბა,წამით შეიხედეთ თანამედროვე ,დაბალჭერიან ბინაში.პრიალებს რძისფერი ჭაღი,ავეჯი...თითქოს არაფერი აქვთ საწუხარი,რბილნაკვთებიანი  ქალი და შეჭაღარავებული ,ჯმუხი მამაკაცი კი ნაღვლიან თვალებს არიდებენ ერთმანეთს.
     ისმის წყევლა-,,ჭირში და  მიუსავლეთში მაგისი თავი“,გამოლენჩებული,დებილი .დეგენერატი,წყევლის და გინების ადრესატი ბიჭია,საბჭოთა სკოლის მოსწავლე,ორიანების გამო სასჯელის მოსახდელად პროფსასწავლებელში გაწესებული.
   აი,სანამდე მიდის  ეროვნული უბედურება,,,თავის ჯამს ჩამაცქერალთა „ყოფა სალაფავში ყურებამდე ჩარგული  აპრიალებულ იატაკში საკუთარ თავს ხედავს მხოლოდ და დაშინებით,ძალადობით,აგრესიით ცდილობს გასაკეთებელის გაკეთებას.,,შიში ჩაუნერგე ბავშვებს,ჩაუნერგე,რომ რაც გასაკეთებელი აქვთ,უნდა გააკეთონ,თუ არ გააკეთებენ...“-დედის მუქარა აზანზარებს კედლებს.
    შემოდის ბიჭი,ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებული,გაბერილი ქაღალდის პარკით...ჩიტბატონები უყიდია გამოსაზამთრებლად...
  ,,არ დაარტყა!არ დაარტყა!“-ისმის ბიჭის განწირული ხმა (წითელი  წინსაფარივით გაწითლებულ დედას კეფაზე ფომფლო გორგლად დახვეული თმა დაეშალა ,ალბათ.)და გაავებული აჭყივლებულ ჩიტებს კედლის კუთხეში  იატაკის საწმენდი ჯოხით მიაჭყლეტს.
  საბრალობელი,ცრემლით სავსე თვალებით მილაყუნებს ბიჭი...,,გასახარელი ამბავი“ ტკივილად იქცა,რადგან თუ არავინ გავალებს,არც ჩიტების გამოზამთრება  ყოფილა საჭირო თურმე.
   კიდევ ერთ ოჯახს ვეწვიოთ..
..გატრუნული,სუნთქვაშეკრული პატარა გაგა(,,მაიმუნი ,მაიმუნისა“)ხუჭავს ახალგახელილ თვალებს,ტირილი უნდა ,რადგან ჩხუბის ხმა ესმის,სახე ეღრუბლება კობა ბიძიას ყვირილზე,სიმშვიდეს ეძებს დედის  სხეულში,მაგრამ-,,მცალია მე შენთვის?მცალია?მაიმუნო ,მაიმუნისავ!“-დედა ტუჩებს იწითლებს,თეთრ ბერეტს იხურავს და მიდის,გაგას ეღიმება,ეღიმება იმის გამო,რომ მაიმუნი მაიმუნისას ეძახიან,ეს სახელი მამის გამო შეარქვეს,მამა,კი,როგორც ბებია ამბობს, ,, შავ მიწაში და მოუსავლეთშია“ წასული,მისთვის კი არავის სცალია,დედა მიდის,ბიძა გამუდმებით ყვირის,ბებო ჭამისას გაშლილ ხელს უჩვენებს მუქარით,ხანდახან ბაბუ საფეთქელთან აკოცებს ხოლმე,აი,ბასრას კი,ბასრას უყვარს ძალიან გამოიქცევა და ციც დრუნჩს დაჰკრავს  ლოყაზე,თვალებში შესციცინებს და და გაგაც მთელი გრძნობით ეხვევა ყელზე...ამ დროს  კი ისმის ბებიას გამყინავი ხმა-,,ამოუწყდეს მამაშენს  ჯიში და ჯილაგი...“
ასე წერდა რევაზ ინანიშვილი დიდებისა და პატარებისათვის,აგროვებდა,,საუცხოო ქაღალდის მთას“,წერდა უბრალოდ,როგორც ეწერებოდა,როგორც ხედავდა,ხან ნაღველსა და სევდას ტოვებდა,ხანაც თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნერგავდა სულატკივებულებს.

ლანა დოლიძე
სსიპ ქალაქ ოზურგეთის # 3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
საკონტაქტო-568 55 56 96
   

                                    
                                    რუსთაველი და თანამედროვეობა
                                             ჩუმი სატკივარი
              ერს განგება სხვადასხვა დროს მოუვლენს ხოლმე სულიერ წინამძღვართ,ადამიანებს,რომლებიც ღვთით მოცემული მადლით არიან გასხივოსნებული,რადგან სწორედ ისინი უკვლევენ გზას ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ ერს.
   ასეთ პიროვნებად მესახება შოთა რუსთაველი...ნათელი მისი სულისა საუკუნეებს გადასწვდა,როცა ძალიან უჭირდა ერს,როცა ძალიან სტკიოდა აწმყო,წარსული,ბიბლიასა და ,,ვეფხისტყაოსანს“ მიეძალებოდა ხოლმე,და,რა დასანანია,რომ ბევრი არაფერი ვიცით მისი  ავტორის შესახებ.
    თუმცა არის წიგნი,წარსულის მარადიული ელჩი თანამედროვეობაში,წიგნი-,,ქართველთა გულის საუნჯე“...დიახ!,,ვეფხისტყაოსანზე“აღიზარდნენ თაობები,მაინც რა იყო ის დიდი ძალა,ყველა ქართველის გულში რომ გაუდგა ფესვი ამ წიგნს...
      ,,საქმე ვქმენ საჭოჭმანებიო“-ბრძანა რუსთველმა, ,,რა გითხრათ,რით გაგახაროთო“-ჩემს გონებაში მე-19 საუკუნიდან ეხმიანება დიდი ილია სულმნათს ...
     ჰოდა,მეც ვიმეორებ, ,,გასახარებელი“ და ,,დასაკვები“ ბევრი არაფერი გვაქვს  ქართველებს,მით უმეტეს,როცა ქართულის გაკვეთილებზე ძალიან კარგი რიტორები ვართ,ვარაკრაკებთ პოემის სტრიქონებს,აღფრთოვანებით ვისმენთ ვაჟკაცური სულის ხმიანს,სიყვარულისა და ერთგულების საგალობელს,მაგრამ არ შეგვიძლია, ,,მოჭირვება“, ,,ჭირთა თმენა“,არც ,,ჭირთა შიგან გამაგრება“ გვახასიათებს,ვერა და ვერ გაგვითავისებია,რომ ცხოვრება ბრძოლაა,რომ მიზანი მოითხოვს სიყვარულს,მეგობრობას,თავდადებას,შემართებას,დაბრკოლებათა გადალახვას,სამაგიეროდ,კი დაგვიზუთხავს-,,არ იცი,ვარდი უეკლოდ,არავის მოუკრეფია?!“
   გვხიბლავს ავთანდილი,მისი სიბრძნე,შეგონებანი,მაგრამ  დაგვგვიწყნია ,,არდავიწყება მოყვრისა“,აღარ გვახსოვს არც ,,სახელისა მოხვეჭა“ და არც წუთისოფლის ტრიალი,ხანდახან შეფარვით ვაქირქილებთ ტარიელის ტირილსა და ,,ბნედას“და ,სამწუხაროდ,ვერ ჩავწვდით რა იმალება იმ ცრემლების მიღმა...
   ,,ვეფხისტყაოსანი“ სახარებაზე უფრო გაუტკბა ქვეყანასაო“-წერდა აკაკი,დღეს კი,მართლაც, ,,რა გითხრათ“,დროა დავასრულო,სანამ მეტ სატკივარს ვიტყოდე და ისევ რუსთველის რჩევას დავუგდო ყური-,,რადღა ვაგრძელებ სიტყვასა,ჟამია შემოკლებისა..“ერთს კი დავძენდი,ჩვენს დიდებულ,მესენჯერ-ვიბერ -ჩათაობის ეპოქაში,მოგვეც უფალო, ,,ძალი და შეწევნა“,რომ კვლავ ისმოდეს,,სიტყვა ქართული რუსთაველისა“.
                                                                               რომან ზაქარიაძე
                                                                       სსიპ ქალაქ ოზურგეთის მე-3 საჯარო სკოლის
                                                                                   XII კლასის მოსწავლე

No comments:

Post a Comment