შემაჯამებელი დავალებები


VII კლასი(1 სემესტრი)
სახელი,გვარი-----------------------------------------------------
მიხეილ ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი“
(1)1. სად ხდება  მოთხრობაში აღწერილი ამბავი?
ა) პარიზში     ბ)მდინარე რონას ნაპირზე გაშლილ ქალაქ ნოჟანში   გ) მდინარე მარნას ნაპირზე გაშლილ  პატარა ქალაქ  ნოჟანში     ) მარსელში
(1)2. რის მიხედვით აირჩია მთხრობელმა  პატარა ქალაქი?
ა)განსაკუთრებული ჰავის;   ბ) ბალნეოლოგიური კურორტის;   გ)ეგზოტიკური ბუნების;   დ) ისტორიული წარსულის.
(1)3. როგორ აღმოჩნდა ანდრო კაიშაური რუსეთში?
ა)სასწავლებლად გაემგზავრა; ბ)საქართველოდან კატორღაში გაგზავნეს; გ)რევოლუციურმა ჯგუფმა გაგზავნა; დ) ბავშვობაში ოჯახთან ერთად გადასახლდა
(1) 4. როგორია მოხუცის დამოკიდებულება საკუთარი ამნეზიის( მეხსიერების დაქვეითების ) მიმართ?
 ა) მას თავისი თავი უბედურ ადამიანად მიაჩნია; ბ) გულგრილი მოხუცი პირად ტრაგედიას ვეღარც აღიქვამს; გ) სჯერა, რომ პრობლემას მოევლება; დ)ძირითადად გულგრილი. მხოლოდ მაშინ წუხს, როცა ამნეზიის გამო ყოფით პრობლემას აწყდება.
(1) 5.რა დამართვია უახლოეს წლებში ქართველ ხალხს ( რას ასკვნის მოხუცი კაშორი მტხრობელთან საუბრის  შედეგად)?
ა) მისი რიცხოვრივი რაოდენობა უაღრესად შემცირებულა; ბ)მას  მტრებისთვის ალიკაპი ამოუდვია;გ) ის ხელახლა დაბადებულა
(1)6.ვის ეკუთვნის ლექსი ,,შინდისის ჭადრებს“.
ა)ტიციან ტაბიძეს,ბ)გალაკტიონ ტაბიძეს,გ)სიმონ ჩიქოვანს
(1)7)გაიხსენეთ ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოს“-რატომ მოუწია ჯემალს სოხუმში,დეიდასთან ცხოვრება?
ა)ომის დრო იყო,ბ)მშობლები საქართველოში არ იმყოფებოდნენ,გ)მშობლებიარ ჰყავდა
(1)8)როგორ სიტყვებს იყენებენ ბიჭები ურთიერთობისას?(ნ.დუმბაძე,ჰელადოს)
ა)ვულგარიზმებს,ბ)ბარბარიზმებს,გ)დიალექტებს
(1)9)ვის უძღვნა აკაკიმ ლექსი ,,განთიადი?“
ა)ილია ჭავჭავაძეს,ბ)დიმიტრი ყიფიანს,გ)ივანე მაჩაბელს
(1)10)შოთა ნიშნიანიძე,,,ცოტნე დადიანი“-რა მოისმის მეგრული სიმღერებიდან და მოთქმიდან?
ა)ჭილყვავის ხმა,ბ)საქართველოს გულისცემა.გ)ცხენის თქარუნი და ჭიხვინი
(2)11) როგორ ვარკვევთ რამდენი პირია ზმნის ერთ ფორმაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(2)12)როგორ პირს ჰქვია სუბიექტური?ობიექტური?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(2)13)როგორ ვარკვევთ ობიექტურ პირთაგან რომელია პირდაპირი და რომელი ირიბი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(2)14)როგორ ზმნას ჰქვია გარდამავალი,გარდაუვალი?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(2)15)როგორია პირთა შედგენილობით გარდამავალი ზმნა?გარდაუვალი?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასების სქემა
ტესტი შეიცავს 15 საკითხს,10- ლიტერატურიდან,5- გრამატიკიდან ლიტერატურის ტესტი  ფასდება  1 ქულით,გრამტიკის ტესტი- 2 ქულით,სულ 20 ქულა,მიღებულ ქულათა რაოდენობა გაიყოფა ორზე და ის იქნება საბოლოო შედეგი
1)-ბ;2)-ა;3)-ა;4)-დ;5)-გ;6)-გ;7)-გ;8)-ა;9)-გ;10)-გ
11)-შევუწყობთ პირის ნაცვალსახელებს,რამდენი ნაცვალსახელიც შეეწყობა,იმდენპირიანია ზმნა
12)-მოქმედ პირს სუბიექტური პირი ჰქვია,სამოქმედოს ობიექტური
13)-დავუსვათ ზმნას კითხვა რა ჰქნა?თუ ობიექტი შეეწყო ზმნას სახელობითი ბრუნვის ფორმით-პირდაპირია,თუ მიცემითი ბრუნვის ფორმით შეეწყო -ირიბი
14) )თუ ზმნა პირდაპირობიექტურ პირს შეიცავს გარდამავალია,თუ არ შეცავს პირდ. ობ. პირს გარდაუვალი
15)-გარდამავალი ზმნა ორპირიანია(პირდაპირი) ან სამპირიანი,გარდაუვალი  ზმნა-ერთპირიანიანი ან ორპირიანი(ირიბი)



No comments:

Post a Comment