ინტეგრირებული გაკვეთილები

                 ინტეგრირებული  გაკვეთილის   გეგმა
           თემა

  Ggiorgi merCules “grigol xanZTelis cxovreba“G

საგანი/ საგნები

     ქართული ლიტერატურა, ისტორია

სკოლა

სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა
მასწავლებლის /მასწავლებლების
სახელი, გვარი
ქართული: მზია შევარდნაძე
ისტორია:ლელა ჭყონია
     სწავლების საფეხური/კლასი

მესამე საფეხური X კლასი
 მოსწავლეთა პროფილი

18
აქტუალობა


ერთი საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლა და ცოდნის სინთეზი, სწავლებისა და სწავლის გაუმჯობესება.
წინარე ცოდნა

მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ტექსტი, იციან ავტორის, პერსონაჟის პოზიცია, ხედვის კუთხე. იციან VIII-IX საუკუნის საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ვითარება, შესწავლილი აქვთ საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობა.
მიზნები

ქართული– მოსწავლეები იმსჯელებენ გროგოლ ხანძთელის ღვაწლის შესახებ, მისი თანამოაზრე სასულიერო პირებისა  და ერისკაცების მხატვრულ სახეებზე ნაწარმოებში, გაცოცხლებულ ეპოქაზე და პირველად გახმიანებულ საქართველოს ეროვნული მთლიანობის იდეაზე.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების, სათანადო არგუმენტებზე დაყრდნობით საინტერესო პარალელების გავლებისა და ანალიზის, პრეზენტაციის უნარი.
ისტორია: მოსწავლეები ისაუბრებენ, საქართველოს ისტორიულ ვითარებაზე, შეძლებენ ანალიტიკურ მსჯელობას VIII-IX საუკუნების საქართველოს ისტორიულ ვითარებაზე, გაანალიზებენ ისტორიული მოვლენების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, გამოუშავდებათ ინფორმაციის მოძიება–დახარისხების უნარი მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, განუვითარდებათ საპრეზენტაციო უნარები.
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართული. X იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
X. 3 აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
X.8 მოსწავლე კითხულობს , აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს, აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით, აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან.
X.16 მიმართავს წერის სტრატეგიებს  ნაწერის  ეფექტური ორგანიზებისათვის

ისტორია :
X.1მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
X.2 განიცდის ისტორიულ ეპოქას : ა) წყაროების შესწავლის საფუძველზე აყალიბებს იმ ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს .
X.3 საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური, ლიტერატურული და მუსიკალური წყაროებიდან .
X.4 განსაზღვრავს თემის მთვარ იდეას – თეზისს და აყალიბებს მას წინადადების სახით .

     თანმიმდევრობა
( აქტივობა და დრო)


აქტივობა I: A ფაზა 10 წთ

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განწყობის შესაქმნელად ქართულის მასწავლებელი სვამს კითხვას– „ვინ არის ღირსი, რომ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დაადგეს ადგილსა წმინდასა მისსა?“ მოსწავლეები უპასუხებენ ტექსტიდან ამონარიდი ფრაზებით , ეძიებენ პარალელებს ბიბლიიდან, ყურადღებას ამახვილებენ იმ მიმართებით, რომ მადლით სავსე, სიბრძნით განსრულებულ მამებს ძალუძთ გახდნენ „ უდაბნოთ ქალაქ მყოფელნი“ , ღვთის მადლს მოკლებულ გარემოში სულიერების შემტანნი. მოსწავლეთა ნააზრევს მასწავლებელი „ გონებრივი იერიშის „ მეთოდით აფიქსირებს დაფაზე.
  ამის შემდეგ გაკვეთილში ერთვება ისტორიის მასწავლებელი, კითხვა ეხება საქართველოს სოციალურ–პოლიტიკურ ურთიერთობას VIII-IX  საუკუნეებში. მოსწავლეთა მოტივაციისათვის მასწავლებელი იყენებს „გონებრივი იერიშის“ მეთოდს. მოსწავლეები აწვდიან ფრაზებს მასწავლებელს ამ ისტორიული ეპოქის შესახებ.

აქტივობა II: B ფაზა 10 წთ ჯგუფური  მუშაობა

მოსწავლეები ინფორმირებული იყვნენ თემის შესახებ, მათ აქვთ წინარე ცოდნა ტექსტისა და ისტორიული ეპოქის შესახებ , წინასწარ დაყოფილ ჯგუფებს დაურიგდათ დასამუშავებელი საკითხები, მიეცათ ინსტრუქცია– მოკლე ანოტაციით , პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ მასალა კლასის წინშე.
    I ჯგუფი
VIII-IX  საუკუნეების საქართველო
    II ჯგუფი
გრიგოლ ხანძთლი – „ ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“
    III  ჯგუფი
„სულითა ძლიერთა „ ლაშქარი
    IV ჯგუფი
საქართველოს ერთიანობის იდეა ნაწარმოებში

აქტივობა III: 10 წთ – პრეზენტაცია

ჯგუფის ლიდერები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ კლასის წინაშე, მუშაობაში ერთვებიან მასწავლებლები.

აქტივობა IV: C ფაზა 10 წთ _ დისკუსია–მსჯელობა

მოსწავლეები ქართულისა და ისტორიის მასწავლებელთან ერთად მსჯელობენ სადისკუსიო თემაზე –„ რა არის ქვეყნის ერთიანობის განმსაზღვრელი ნიშანი“

აქტივობა  V : შეფასება 5 წთ

საშინაო დავალება : ლიტერატურულ–ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერონ თხზულება– გრიგოლ ხანძთელი– ერთიანი საქართველოს გვირგვინი .
სწავლის შედეგები


მოსწავლეებმა შეძლეს დღევანდელი გადასახედიდან შეეფასებინათ წარსული, კერძოდ, გრიგოლ ხანძთელის, როგორც პიროვნების, ასევე ქვეყნის თავდადებული მიოღვაწის საქმიანობა, განამტკიცეს თავიანთი თვალსაზრისი  არგუმენტებით, გამოხატეს და ჩამოაყალიბეს საკუთრი დამოკიდებულება ფაქტებისა და მოვლენების შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან დაკავშირებით. იმსჯელეს აშოტ კურაპალატის ღვაწლის შესახებ ისტორიაში, განუვითარდათ დროსა და სივრცეში ორიენტაციის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის, ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების უნარი, გამოუმუშავდათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, პრეზენტაციის  უნარ–ჩვევები.
    შეფასება


საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
მაღალი
10–9
კარგი
8–7
საშუალო
4–6
სუსტი
1–3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს;აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამოსამსახვე–ლობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს ; იყენებს მართებულ გრამატიკულ კონსტრუქციებს
მეტყველებს ნაკლებ გამართულად
უჭირს გამართულად საუბარი
სათქმლელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელი ნათელი და ლოგიკურია საკითხის გაშუქება თანმივდევრული და ამოუწურავი
სათქმელს გადმოსცემს ნათლად; საკითხს აშუქებს თნმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად;
უჭირს სათქმელის გადმოცემა
კონტაქტი აუდიტორიასთან , თვალსაჩინოებების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ ხერხებს აუდიტორიასთნ კონტაქტის დასამყარებლად; მიზნობრივად იყენებს თვალსაჩინოებებს
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს
მეტ–ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქქტს
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს;
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს
    რესურსები


ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელო, ინტერნეტ რესურსები, დაფა, ცარცი, მარკერი, ფლიპჩართი, რუკა, სქემები, დიაგრამები.
  

                    

No comments:

Post a Comment