გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის   გეგმა
           თემა

გამოძახილი 300 წლის შემდეგ... სულხან-საბა ორბელიანის,,მოგზაურობა ევროპაში“(შემაჯამებელი გაკვეთილი)

საგანი/ საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის /მასწავლებლების
სახელი, გვარი
მზია შევარდნაძე
     სწავლების საფეხური/კლასი

საბაზო საფეხური,IX კლასი
 მოსწავლეთა პროფილი

12 მოსწავლე
აქტუალობა


ევროპული ფასეულობების გამოკვეთა,ევროპული და ქართული ღირებულებების ურთიერთმიმართება,ევროინტეგრაციის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის
წინარე ცოდნა

მოსწავლეები იცნობენ XVIII საუკუნის საქართველოს I ნახევრის  ისტორიულ- პოლიტიკურ ვითარებას,ვახტანგVI-ის ევროპულ ორიენტაციას,სულხან-საბას ცხოვრების გზას და მის სვლას ევროპისაკენ,ფლობენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ.
მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ გადმოსცენ მოგზაურის თვალით ნანახი და განცდილი,გამოკვეთენ ნაწყვეტიდან ძირითად ფაქტებსა და მოვლენებს,მნიშვნელოვან დეტალებს,განუვითარდებათ მოვლენებისა და ფაქტების შესაბამის ისტორიულ და ასევე თანამედროვე ეპოქასთან დაკავშირების,მოვლენებისა და შედეგების გაანალიზების,არგუმენტირებული მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარი
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს თხზულებას კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ალტერნატიულ შეხედულებებს;
·         საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;

     თანმიმდევრობა
( აქტივობა და დრო)


აქტივობა- I ,A ფაზა(7 წთ)
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი  პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს უსვამს კითხვას-რას ნიშნავს თქვენთვის ევროპა?
მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით აფიქსირებს დაფაზე,ასევე სვამს ისეთ მიმანიშნებელ კითხვებს,რომლებიც მიზანმიმართულად უკავშირდება მომდევნო აქტივობას(რა უნივერსალური ღირებულებების მატარებელია ევროპა?რატომ ვირჩევთ ევროპას?დაკარგავს თუ არა ევროკავშირში გაერთიანებული საქართველო საკუთარ იდენტობას?)მოსწავლეთა პასუხების შემდეგ მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,შეფასების რუბრიკას და მიანიშნებს,რომ მიზნის  მიღწევაში მათ ჯგუფური მუშაობა დაეხმარება
აქტივობა-II,B ფაზა(15წთ)
მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად:
1.ანალიტიკოსები
2.ლიტერატორები
3.სოციოლოგები
მასწავლებელი ჯგუფებს აცნობს თავიანთ ფუნქციას და ურიგებს დასამუშავებელ საკითხებს
I-ჯგუფი-ანალიტიკოსები
1.იმსჯელეთ მე-18 საუკუნის I ნახევრის საქართველოს პრობლემებზე
2. დღევანდელი გადმოსახედიდან  შეაფასეთ სულხან-საბას არჩევანი
II ჯგუფი- ლიტერატორები
1.გადმოეცით სულხან- საბას,,დამაშვრალი ელჩის“ შეხვედრა რომის პაპთან,მოიხმეთ პარალელები ლიტერატურული წყაროებიდან
2.როგორ აღწერს  სულხან-საბა ,,საწიგნე სახლებს“?რატომ უთმობს ამ დეტალს ასეთ დიდ ადგილს?
III ჯგუფი- სოციოლოგები
1.      იმსჯელეთ ,,სამადლო სახლის ‘’ ფუნქციაზე
2.      გაანალიზეთ ის სოციალური ვითარება,რომელიც დახვდა საქართველოში დაბრუნებულ ,,უნაყოფო ელჩს“
აქტივობა III,ჯგუფების პრეზენტაცია(10წთ)
ჯგუფის ლიდერები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ კლასის წინაშე,მასწავლებელი ერთვება,აკეთებს სათანადო მინიშნებებს,მოსწავლეები მსჯელობენ  იმ ურთულეს მისიაზე,რომელიც უკვე ბერად აღკვეცილმა  სულხან-საბამ იტვირთა.ფაქტობრივად,აქედან იწყება საქართველოს სახელმწიფოებრივი სვლა ევროპისაკენ,მოსწავლეები გამოკვეთენ,თუ რატომ ვერ შეასრულა ის როლი ელჩმა,რისთვისაც იგი მოწოდებული იყო,მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ რომის პაპის გულთბილ დამოკიდებულებაზე,თანადგომასა და კეთილ სურვილებზე,რაც საკმარისი არ აღმოჩნდა დახმარებისათვის,ასევე საუბრობენ რომში კარდინალის მიერ აშენებულ ,,საწიგნე სახლზე“,ანუ ბიბლიოთეკაზე,როგორც ევროპული კულტურის შენაძენზე ,,,სამადლო სახლის“ ცამეტი ყმაწვილის ეროვნულ განსხვავებულობაზე,აქ ყველა ერის წარმომადგენელი თავის ენაზე ადიდებს ღმერთს,ხაზს უსვამენ იმ ძირითად ფასეულობას(ტოლერანტობა,შემწყნარებლობა)რომელთაც ეფუძნება  ევროპული საზოგადოება.
  მოსწავლეები აანალიზებენ იმ სოციალურ ვითარებას,რომელიც საქართველოში დაბრუნებულ ელჩს დახვდა-ადამიანის უფლებების შელახვა,ძარცვა,დაცინვა,ანგარება,თვალთმაქცობა,ძალადობა,შუღლი და მტრობა სულხან-საბას მიმართ.
აქტივობა-IV,C ფაზა (10წთ)3.2.1.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გამოკვეთონ:
3 მნიშვნელოვანი ფაქტი
2 ემოციური რამ
1 რამ,რის შესახებაც საუბარს ისურვებდნენ მომდევნო გაკვეთილზე
აქტივობა-V შეფასება(3წთ)
საშინაო დავალება- მინი-თხზულება,,გზა ევროპისაკენ“
სწავლის შედეგები


მოსწავლეებმა გამოკვეთეს ფაქტები,დეტალები,ჩამოაყალიბეს საკუთარი დამოკიდებულება შესაბამის მოვლენებთან მიმართებით,შეიმეცნეს,რომ საქართველოს ლტოლვას ევროპისაკენ აქვს მყარი ისტორიული საფუძველი და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა,კვლავაც ცოცხლობს სურვილი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა,დაასკვნეს,რომ ქართული საზოგადოების დასავლურ სტანდარტებთან მისაახლოებლად საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა,რომლებიც ევროპული ღირებულებების გავრცელებას უმტკივნეულოს გახდის
    შეფასება


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა(იხ,დანართში)






    რესურსები


ნ.მაღლაკელიძე,ქართული ენა და ლიტერატურა,მე-9 კლასის სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,მარკერი,ფლიპჩარტი,პროექტორი
  -მზია შევარდნაძე
სსიპ ქ.ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

No comments:

Post a Comment